დაცვის თანამშრომელი

ბრიტანულ-ქართული აკადემია
Security
Tbilisi
Vacancy
18-02
18-03


„ბრიტანულ-ქართული“ აკადემია აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სკოლის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
  • ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
  • განსაკუთრებული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და კოორდინირება;
  • მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების შენობაში შესვლისა და გასვლის მონიტორინგი და აღრიცხვა;
  • შენობაში უცხო პირთა შესვლის აღკვეთა;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • სასწავლო დღის ბოლოს შენობის ინფრასტრუქტურის შემოწმება და მოწესრიგება;
  • საგანგებო სიტუაციების დროს მოსწავლეების, თანამშრომლებისა და შენობაში მყოფ სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციისთვის ხელშეწყობა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: bga@bga.ge 2021 წლის 5 მარტის  ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - დაცვის თანამშრომელი.