კურიერი

ახალი ხედვა
Courier
Tbilisi
Vacancy
18-02
18-03


სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე

  • სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისათვის და ორგანიზაციებისთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდება;
  • რეალიზებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა;
  • ნაშთის აღრიცხვა და კომპანიაში დაბრუნება;
  • ყოველდღიურად, მომხმარებლების მხრიდან მიღებული თანხების ჩაბარება პასუხისმგებელ პირთან.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საკურიერო და სადისტრიბუციო სფეროში.
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა);
  • საოფისე პროგრამების (MS Office-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლიანი მსუბუქი ავტომობილის მართვის გამოცდილება
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
  • საკუთარი დაბალი გამავლობის ავტომობილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "კურიერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!