სუპერვაიზერი

Europroduct
Distribution
Tbilisi
Vacancy
19-02
19-03


"ევროპროდუქტი" როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 23 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge ან კომპანიის ფეისბუქ გვერდს https://www.facebook.com/careereuroproduct

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე ქ.თბილისში

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
  • არსებულ ობიექტებში რეალიზაციის ზრდის მიზნით ღონისძიებების გატარება;
  • გაყიდვების ზრდის მიზნით ახალი ობიექტების მოძიება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერაციული ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების წარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;

პიროვნული თვისებები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი`
  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი

თუ თვლით, რომ, დააკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!