პრისელერი

ახალი ხედვა
Distribution
Tbilisi
Vacancy
23-02
23-03


სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
  • კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ქსელის განვითარების შესახებ წინადადების შემუშავება;
  • ​კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
  • შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი.
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
  • ყოველდღიური გაყიდვების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

სხვა მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სასურველია რუსულის ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • მინიმუმ 1 წლიან მსუბუქი ავტომობილის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სისწრაფე, ოპერატიულობა;
  • ინიციატივიანობა,
  • დისციპლინა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
  • შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "პრისელერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!