გაყიდვების მენეჯერი

ოფის 1
Sales
Tbilisi
Vacancy
23-02
23-03
650-1200 + ბონუსი


"ოფის 1" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

მინიმალური ხელფასი: 650 ლარიდან;

მაქსიმალური: 1200 + ბონუსი

ვალდებულებები:

  • გაყიდვების ორგანიზება და წარმოება;
  • შეკვეთების მიღება და მიწოდების ორგანიზება;
  • საოფისე, ზოგად საკითხებში ჩართულობა;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საოფისე პროგრამა-ექსელის ცოდნა;
  • გამოცდილება გაყიდვების წარმოებაში;
  • ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (სასურველია)

საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-30 დღიან უფასო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. არჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება საიდანაც 2 თვე მოიაზრება საგამოცდო-სწავლების პერიოდად.

საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად შედეგიდან გამომდინარე.

საბოლოოდ, ხელშეკრულების პირობები და ანაზღაურება განისაზღვრება კომპეტენციის, მიღებული შედეგების და უნარების შესაბამისად;

სამუშაო გრაფიკი:

სრული, 10:30-დან 19:30 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი განაცხადები და CV-ში დეტალურად აღწეროთ წინა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი, მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, აუცილებლად სურათით, შემდეგ მისამართზე: pm@pm.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ავეჯის ცენტრი პანორამა, დ, დიღომი, როსტევან მეფის 4, II სართული (გუდვილის მოპირდაპირე მხარეს)მობ: 591408083.

გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას, "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვებ-გვერდი: http://www.office1.ge