ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

Oppa
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
23-02
23-03


სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის მიზანი:

ტერმინალების აწყობის/დაშლის, შეკეთებისა და პროგრამულად გამართვის უზურნველყოფა

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ტერმინალების აწყობა და დაშლის სამუშაოების ჩატარება;
  • ტერმინალების ქსელში გატანა, დაბრუნება და ამოცვლა;
  • ტერმინალზე პროფილაქტიკური/გაწმენდვითი სამუშაოების ჩატარება;
  • ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა და მათზე დროული რეაგირება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი/საშუალო განათლება;
  • სასურველია კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ტექნიკოსად მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს ორგანიზების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.