კრუასანის მცხობელი

აგროჰაბი
Restaurant/Food
Tbilisi
Vacancy
23-02
23-03


კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კრუასანის მცხობლის პოზიციაზე თბილისში.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას.

ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

პოზიციების ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის 22

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებების და ვადების კონტროლი;
  • პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით;
  • სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა დანადგარების გასუფთავება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ცომთან მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • შრომისმოყვარე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@agrohub.ge.

გისურვებთ წარმატებას!