HR სპეციალისტი

აგროჰაბი
Human Resources
Batumi
Vacancy
23-02
23-03


კომპანია "აგროჰაბი" ბათუმის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას.

ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

  • HR დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • პერსონალის შერჩევა/რეკრუტინგი;
  • პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
  • RS-ზე მონაცემების ატვირთვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@agrohub.ge.

გისურვებთ წარმატებას!