ზუმფარით მხეხავი

ელთიბი
Production
Tbilisi
Vacancy
02-03
02-04


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ზუმფარით მხეხავის (შკურკავი) პოზიციაზე სამღებრო საწარმოში.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

კომპანია "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთის მიღება და დახარისხება
  • შესაღები მასალის ზუმფარით დამუშავება/გახეხვა
  • დამუშავებული მასალის შესაღებად მომზადება
  • შეღებვის პროცესში მონაწილეოების მიღება
  • საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის შეფუთვა ტრანსპორტირებისთვის

კომპეტენციები:

  • პროდუქტიულობა;
  • ხარისხზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობა.
  • სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 09:15-18:15

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ზუმფარით მხეხავი (მშკურკავი)".

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!