HR რეკრუტერი

მადარტი
Human Resources
Tbilisi
Vacancy
02-03
02-04


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას HR რეკრუტერის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი (ბელიაშვილის 145)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რეკრუტინგის პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • ვაკანსიის კონტენტის მომზადება, განთავსება;
  • შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე მოწვევა;
  • საჭიროების შემთხვევაში ტესტირების ორგანიზება/ჩატარება;
  • მოწვეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  • თანამშრომელთა ბაზების მუდმივი დამუშავება;
  • სარეზერვო ბაზების ფორმირება;
  • საჭიროებიდან გამომდინარე ტრენინგების დაგეგმა, განხორციელებაში დახმარება და მონაწილეობა;
  • HR დეპარტამენტის სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!