ტექნიკური ინჟინერი

მადარტი
Production
Tbilisi
Vacancy
02-03
02-04


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • ელ. მოწყობილობების მონტაჟი, აწყობა, გამოცდა და ტექნიკური მომსახურება;
  • ელ. მოწყობილობების შეკეთება, ექსპლუატაციის რეკონსტრუქციისა და ახალი ელ. მოწყობილობების განვითარებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება;
  • მასალების, სათადარიგო ნაწილების და აღჭურვილობის შეძენისათვის აუცილებელი გათვლები და განაცხადების შედგენა;
  • საოფისე ინვენტარის ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ტექნიკური მომსახურების გაწევა როგორც ადგილზე, ასევე ობიექტებზე გასვლით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

უნარები:

  • შედეგებზე ორიენტაცია;
  • კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო დროის დაგეგმვა და ეფექტური განაწილება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!