გაყიდვების კონსულტანტი

მადარტი
Sales
Tbilisi
Vacancy
02-03
02-04


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: პეკინი, ნახალოვკა, ვარკეთილი, გლდანი

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
  • მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით;
  • მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი;
  • მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
  • მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება...

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!