ტანსაცმლის გაყიდვების კონსულტანტი

navne
Sales
Tbilisi
Vacancy
02-03
02-04


კომპანია „ნავნე“ 9 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს, ეს არის დისქაუნთერი მაღაზიათა ქსელი, რომელიც საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ბრენდების ყოევლდღიური საჭიროების ნივთებს ერთ სივრცეში.

კომპანია „ნავნე“ აცხადებს ვაკანსიას ტანსაცმლის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში

გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: ფიქსირებული (დამატებით საბონუსე სისტემა)

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
  • მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
  • მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელ. ფოსტაზე: hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.