არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი

ავერსი ფარმა
Manager
Tbilisi
Vacancy
02-03
02-04


შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  •  სასურველია უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნესის სფეროში)
  •  მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება არამედიკამენტების (მოვლა, ჰიგიენა, კოსმეტიკა) კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ან მარკეტინგის, ლოჯისტიკისა და მომარაგების სფეროში
  •  ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
  •  საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა
  • კომუნიკაბელურობა,  ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

ძირითადი მოვალეობები:

  •  პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;
  •  დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  •  ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
  •  პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა, არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
  •  ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება ადგილობრივად, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  •  შესყიდვების გეგმის შედგენა;
  •  შესყიდული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერა და პროცესის მართვა;
  •  ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  •  გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქციებისა და სხვა აქტივობების ეფექტურობის დადგენა და მონიტორინგი;
  •  პროდუქციის ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი მონიტორინგი. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

  •  ფოტოსურათი 3x4 - 1ც.; 
  •  დიპლომის ასლი; 
  •  პირადობის მოწმობის ასლი; 
  •  სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:  ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 032 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 2 910238
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 23.03.2021 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.