მონაცემთა ბაზების დეველოპერი

კრედო ბანკი
Information technology
Tbilisi
Vacancy
15-03
15-04


"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების დეველოპერის პოზიციაზე.

  • დეპარტამენტი: ინფორმაცული ტექნოლოგიები
  • ექვემდებარება: რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის მენეჯერს.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

"კრედო ბანკი" 20 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოში 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე ოფისს - Digital Hub, სადაც მაღალი ხარისხის კოდის წერისთვის იდეალური გარემოა;
  • დისტანციურად მუშაობის არჩევის შესაძლებლობას;
  • ტრენინგებს, რაც შენი პროფესიული წინსვლისთვისაა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას;
  • საახალწლო ბონუსს - წლის ბოლოს ხელფასის ერთმაგ ოდენობას;

სამუშაო აღწერილობა:

  • დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა, მათი მხარდაჭერა და განვითარება;
  • ანალიტიკური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
  • ფინანსური რეპორტების მომზადება/ავტომატიზაცია;
  • მონაცემთა დამუშავება და დასაწყობება (Data Warehousing);
  • მონაცემთა ბაზებში რეპორტინგთან დაკავშირებული პროცესების ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია;
  • ETL პროცესების შემუშავება და ავტომატიზაცია სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • ​რეპორტინგისთვის საჭირო მონაცემთა გარემოზე, სტრუქტურაზე მუშაობა;
  • მონაცემების შესწავლა და ამისთვის, შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა Ad Hoc რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დეველოპმენტის, რეპორტინგის/მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მიმართულებით;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS SQL-ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • DWH-ის კონცეფციის და ETL პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • SSIS, Power BI და Excel Power Pivot ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით (ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან დაკავშირებულ სფეროში).

უნარები:

  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიებისადმი ინტერესი, მათი მარტივად ათვისების და საქმიანობაში გამოყენების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის სწორად განაწილებისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარები;
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კრეატიული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვა - სამუშაოს შესრულების ვადების დაცვა;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

მადლობა ყურადღებისთვის და ველოდებით შენს გამოხმაურებას

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს. CV გამოგვიგზავნე ელფოსტაზე: cv@credo.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე

განცხადების მიღების ვადა: 26 მარტი

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.