მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი

კრედო ბანკი
Information technology
Tbilisi
Vacancy
15-03
15-04


"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: ინფორმაციული ტექნოლოგიები

ექვემდებარება: რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის მენეჯერს.

"კრედო ბანკი" 20 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოში 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე ოფისს - Digital Hub, სადაც მაღალი ხარისხის კოდის წერისთვის იდეალური გარემოა;
  • დისტანციურად მუშაობის არჩევის შესაძლებლობას;
  • ტრენინგებს, რაც შენი პროფესიული წინსვლისთვისაა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას;
  • საახალწლო ბონუსს - წლის ბოლოს ხელფასის ერთმაგ ოდენობას.

სამუშაო აღწერილობა:

  • ბიზნეს პრობლემების და მოთხოვნების იდენტიფიკაცია და გაანალიზება. არსებული პროცესებისა და რეპორტების განხილვა და ამის შედეგად სათანადო და კონსტრუქციული გადაჭრის გზებზე რეკომენდაციის გაცემა;
  • დაკვეთის/მოთხოვნის ანალიზი, დეტალებში გასარკვევად მოთხოვნაში ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • დაკვეთის/მოთხოვნის ვადების დადგენა, შემსრულებელი პირის/პირების და მათი რესურსის ფორმირება;
  • ​დაკვეთასთან/მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ცვლილებების მართვა;
  • კომპანიაში არსებული რეპორტების მხარდაჭერა (მონაცემთა სისწორის კონტროლი), ასევე მათი ტესტირების პროცესში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
  • დაკვეთის/მოთხოვნის სისრულეში მოყვანა და დამკვეთისთვის ჩაბარება;
  • მოთხოვნილი დაკვეთების ფარგლებში არსებული მონაცემების დაცვა;
  • ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე პოლიტიკისა და სტანდარტების მომზადება/შეცვლა, პასუხისმგებლობის და საჭიროების ფარგლებში;
  • კოლეგებთან სათანადო კომუნიკაციის წარმოება;
  • დამატებით მოთხოვნებზე პასუხისმგებლობის აღება საჭიროებისამებრ და სხვა მოვალეობების შესრულება, მათ შორის, ადმინისტრაციული და ორგანიზაციული
  • საკითხების მოგვარება.

მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ფინანსების მიმართულებით;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS SQL-ის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • სასურველია Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის კარგი ცოდნა (საოპერაციო, ფინანსები, IT და ა.შ.);
  • დიდი ზომის მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • სიახლეებთან ადაპტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკების წარმოებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

მადლობა ყურადღებისთვის და ველოდებით შენს გამოხმაურებას

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს. CV გამოგვიგზავნე ელფოსტაზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე

განცხადების მიღების ვადა: 26 მარტი

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.