სამშენებლო პროექტის მენეჯერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა
Manager
Tbilisi
Vacancy
15-03
15-04


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო სამუშაოებში მუშაობის გამოცდილება;
  • Napr.gov.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • მიწის ნაკვეთების შესყიდვის პროცედურების უზრუნველყოფა;
  • აზომვითი სამუშაოების წარმოება/დაგეგმარება;
  • სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • მენეჯერული უნარ-ჩვევები;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა, კომპანია უზრუნველყოფს საწვავით;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის მსვლელობის მონიტორინგი;
  • პროექტში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • პროექტის რისკების მართვა;
  • დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება;
  • მენეჯმენტთან პროექტის პროგრესის შესახებ ანგარიშგება;
  • პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
  • მიწების შესყიდვისთვის აუცილებელი პროცედურების ცოდნა, საჯარო რეესტრთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
  • სამშენებლო პროექტის ფარგლებში პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან შეხვედრა და კონსულტაციების წარმოება ყველაზე ოპტიმალური წინადადების შერჩევის მიზნით;
  • საჭიროების მიხედვით პროდუქციისა და ფასების კვლევა და შესაბამისი ბაზების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირების ორგანიზება დანიშნულების ადგილამდე;
  • საქონლის შეძენისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, შეგროვება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
  • გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დროული და ხარისხიანი შესრულების მონიტორინგი;
  • უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ;
  • მშენებლობის ხარისხის კონტროლი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • მენეჯერული უნარ-ჩვევები;
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 აპრილი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამშენებლო პროექტის მენეჯერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!