ექსპორტის მენეჯერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა
Manager
Tbilisi
Vacancy
15-03
15-04


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ღვინის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
  • შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი;
  • ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
  • შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
  • გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება.
  • ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა.
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 აპრილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექსპორტის მენეჯერი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას