მზარეული
                                                        
                                
                                    
                                    
                                        Algani
                                    
                                
                                
Restaurant/Food
Tbilisi
Vacancy
17-03
17-04
                            
                                                        
                            
                                
                            
                                                    
                    Restaurant/Food
Tbilisi
Vacancy
17-03
17-04
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კვირაში ერთხელ საჭირო პროდუქტის სიის მომზადება და პროდუქტების შესყიდვა;
 - საწყისი პროდუქტის მიღება - ხარისხის, ვადების და შესაბამისი რაოდენობის გათვალიწინებით;
 - კვირაში ერთხელ მენიუს შედგენა;
 - ქართული და უცხოური კერძების მომზადების რეცეპტურისა და ტექნოლოგიის ცოდნა;
 - ყოველდღიურად კერძების მომზადება;
 - ნახევარფაბრიკატების მომზადება;
 - სამზარეულოს მოწყობილობების სწორად გამოყენება;
 - სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, საჭირო პროდუქტების აღრიცხვა და შენახვა;
 - საჭიროების შემთხვევაში სამზარეულოსთვის ინვენტარის შესყიდვაში მონაწილეობის მიღება;
 - სამუშაოზე პრეზენტაბელურ, სპეციალურ ფორმაში გამოცხადება;
 - მზარეულის საკითხებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
 - თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
 
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00, შაბათს 12:00-17:00
 - ანაზღაურება: შეთანხმებით
 
ძირითადი მოთხოვნილებები:
- კვების ობიექტზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
 - ქართული და უცხოური კერძების მომზადება;
 - პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 - კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა;
 - გუნდური მუშაობის უნარი;
 - პრეზენტაბელურობა.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.