შეფ-მზარეული

მაგნიტი
Restaurant/Food
Tbilisi
Vacancy
17-03
17-04


სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. 

ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.  

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით; 

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა. 

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 250 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.    

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე

მუშაობის გამოცდილება:  3 წელი 

დამატებითი მახასიათებლები:   პასუხისმგებელია წარმოების/სამზარეულოს მუშაობის პროცესზე. 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებების, ვიზუალური მხარის, შენახვის პირობებისა და ვადების  კონტროლი.   
  • დარბაზში მუდმივად მოწესრიგებული ვიტრინის(ცხელი/ცივი სადილები) უზრუნველყოფა; 
  • წარმოების მენეჯერთან  ერთად ახალი რეცეპტურის და კალკულაციების შექმნა; 
  • წარმოების მენეჯერთან ერთად ტექნოლოგიური ბარათების შექმნა. 
  • სამზარეულოს მუშაობის ხარისხის კონტროლი. 
  • მიღებული პროდუქციის თუ ნედლეულის ხარისხის და რაოდენობის კონტროლი. 
  • შეკვეთების მიღების უზრუნველყოფა, მართვა, კონტროლი. 
  • სამზარეულოს დანადგარ-აგრეგატებისა და ელექტრო ხელსაწყოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა-კონტროლი. 
  • თანამშრომლების მიერ შინაგანაწესის დაცვის კონტროლი. 
  • პერსონალის ჯანმრთელობის, სისუფთავისა და ჰიგიენის  ყოველდღიური კონტროლი; 
  • კომპანიის შინაგანაწესისა და მენეჯმენტის მიერ გაწერილი წარმოება/სამზარეულოს პროცედურების დაცვა-შესრულება; 

განათლება:    

  • შესაბამისი განხრით, სასურველია უმაღლესი 

უნარ-ჩვევები: 

  • გუნდის მართვა; 
  • ვალდებულებების სწორი დელეგირება; 
  • დროის ეფექტური გადანაწილება; 

სამუშაო გრაფიკი:  სრული 

დაინტერესების შემთხვევაშუ გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge 

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!