საწყობის ოპერატორი

ავტობანი
Warehouse
Tbilisi
Vacancy
17-03
17-04


კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

„ავტობანი“ წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება, ჩამოტვირთვა, დასაწყობების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
  • მიღებული პროდუქციის განლაგება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
  • შეკვეთის დახარისხება და გამზადება;
  • საწყობის მუდმივი მოწესრიგება;
  • პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაცია/აღწერა;
  • პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა;
  • სასაწყობე პროდუქციის დაცულობის უზრუნველყოფა. 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა მართვის მოწმობის ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • შრომისმოყვარე;
  • ენერგიული;
  • ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • თვითგანვითრების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია ავტობანი გთავაზობთ:

  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას (პერიოდული გადამზადება საზღვარგარეთ);
  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამშრომლებისთვის კომპანიაში არსებული მომსახურებების განსაკუთრებულ პირობებს;
  • კვალიფიკაციის ამაღლებას პროფესიული სწავლებით;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 გისურვებთ წარმატებას!