გაყიდვების მენეჯერი

ავტობანი
Sales
Tbilisi
Vacancy
17-03
17-04


კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე

„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:

  • კომპანიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • კომპანიაში არსებული პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია (საძიებო სისტემაში პროდუქციის სიზუსტით მოძიება);
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაპროდუქციის რეალიზაციის მიზნით;
  • გაყიდული პროდუქციის შესაბამის პროგრამაში გატარების უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში არსებული მომსახურებების, სერვისებისა და სხვადასხვა აქციების შესახებ ინფორმაციის მუდმივად ფლობა და მომხმარებლის ინფორმირება საჭიროების შემთხვევაში;
  • ავტომობილის კატალოგებთან (როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული) მუშაობა;
  • გაყიდვების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა - რეკომენდაციების შემუშავება და აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • გასაყიდი/მოძიებული პროდუქციის გადამოწმება და შემდგომი რეალიზაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
  • ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტოინდუსტრიაში მსგავს პოზიციაზე;
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარები ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • მოლაპარაკების უნარი;

სამუშაო გრაფიკი:  სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@autobani.com . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!