კომერციული დირექტორი

ავტობანი
Administration
Tbilisi
Vacancy
17-03
17-04


კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის  პოზიციაზე

„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:

  • კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
  • სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა  და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების  რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
  • პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების  შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის მომსახურების და ზოგადად გაყიდვების უმაღლესი სტანდარტების შემდგომი დახვეწა და სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა. შემუშავებული სტანდარტების დაცვის კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორცილება;
  • გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის დირექტორისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი  ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობის გამოცილება;
  • გამოცდილება გაყიდვების და ბრენდის განვითარების კუთხით;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარები ;
  • თემატურ საკითხებზე ჩამოყალიბებული აზრის წერილობით გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროექტების მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:  სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 გისურვებთ წარმატებას!