მარკეტინგის მენეჯერი

ავტობანი
Manager
Tbilisi
Vacancy
17-03
17-04


კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე.

„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:

  • მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი;
  • ორგანიზაციასი არსებული ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, ბიუჯეტირება;
  • ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
  • ბროშურებისა და სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება და მათი პერიოდული გადახალისება;
  • მარკეტინგული მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში (სარეკლამო, PR  და სხვ.);
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა;
  • კომპანიის სხვა ხელმძღვანელ რგოლებთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
  • მარკეტინგის და გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარები ;
  • თემატურ საკითხებზე ჩამოყალიბებული აზრის წერილობით გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროექტების მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:  სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 გისურვებთ წარმატებას!