კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
Sales
Tbilisi
Vacancy
18-03
18-04


სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (თბილისი). 
 
 ძირითადი მოვალეობები: 

  • პოტენციური/ ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან მათი კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით; 
  • პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია; 
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით; 
  • საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი;  
  • საჭიროებისამებრ კომპანიის დამატებითი მოთხოვნების შესრულება; 
  • კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და დაცვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური B2 დონე); 
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office); 

 პიროვნული უნარები: 

  • გაყიდვების ტექნიკის გამოყენების ცოდნა და გამოყენების უნარი 
  • გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი 
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი/შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი 
  • ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი 
  • მიზანდასახულობა 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • სწავლისა და განვითარების სურვილი  
  • გუნდურად მუშაობის უნარი 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: 

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; 
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; 
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; 

ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე. 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:vacancy-corporatesales@igg.ge

გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“.