მაღაზიის ადმინისტრატორი

ორი ნაბიჯი
Sales
Tbilisi
Vacancy
18-03
18-04


მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე სოფელ დიღომში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • მზარდ სახელფასო ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით
  • დამატებით საბონუსე ანაზღაურებას
  • მაღაზიის დანაკლისები არ აისახება თანამშრომლის ანაზღაურებაზე
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • წამახალისებელ აქტივობებს
  • შვებულების 24 დღეს
  • ჩვენთან მუშაობა პირველივე დღიდან ანაზღაურდება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა
  • სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში
  • მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება
  • მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი
  • მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 512 655

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!