დებიტორული დავალიანებების მართვისა და კონტროლინგის მენეჯერი

Amboli
Manager
Tbilisi
Vacancy
22-03
22-04


„ამბოლი“ დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას დებიტორული დავალიანებების მართვისა და კონტროლინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი ხელშეკრულებების პირობების მიხედვით;
  • პერიოდული რეპორტების მომზადება დებიტორული დავალიანების ანალიზისთვის;
  • ურთიერთშედარების აქტების მომზადება დებიტორებთან;
  • დებიტორებთან უშუალო კომუნიკაცია;
  • გაყიდვების დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია ვადაგადაცილებული დავალიანებების კონტროლის მიზნით;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსები/ბუღალტერიის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • გუნდური ღირებულებების ერთგულება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 30 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება -დებიტორული დავალიანებების მართვისა და კონტროლინგის მენეჯერი .

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."