ფინანსური ანალიტიკოსი

Amboli
Finance
Tbilisi
Vacancy
22-03
22-04


შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • თვის ფინანსური დახურვის პროცესის წარმართვა;
  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow) მომზადება;
  • Capital budgeting პროექტების შეფასება;
  • ჯგუფის ფინანსური (ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური) ფინანსური და მენეჯერული რეპორტების მომზადება;
  • ყოველწლიური ფინანსური, საოპერაციო, კაპიტალური დანახარჯების ბიუჯეტის შედგენა და ყოველთვიური ანალიზი; ბიუჯეტირების, მენეჯმენტ რეპორტინგის, კრიტიკულ ბიზნეს/საინვესტიციო გადაწყვეტილებების პროცესში მენეჯმენტის მხარდაჭერა ფინანსური ანალიზის კუთხით;
  • დამფუძნებელი/დაკავშირებული კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია რეპორტინგის, სესხის/კაპიტალის მოზიდვის, ინვესტორ პრეზენტაციების და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
  • კომპანიის შიდა სტრუქტურებთან, აუდიტორებთან, ჯგუფში შემავალ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით (CFA-ზე სწავლა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით ფინანსური ინგლისურის);
  • Microsoft excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია ექსელის Data modeling-ის - Powerpivot, Power query ცოდნა).

აუცილებელი უნარები:

  • გუნდური ღირებულებების ერთგულება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებასა და სწავლაზე ორიენტაცია;
  • ცვლილებების მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მათემატიკური უნარები;
  • ორგანიზებულობა;
  • პროცესების ოპტიმიზაციის უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ფინანსური ანალიტიკოსი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."