მარკეტინგის სპეციალისტი

Vabaco
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
22-03
22-04
800


პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია "ვაბაკო" ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება ციფრული პროდუქტების გაყიდვაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი სამუშაო:

  • მარკეტინგული კონტენტისთვის (სოციალური მედია, ვებგვერდი, იმეილ მარკეტინგი, ბროშურები და ა.შ.) ტექსტის მომზადება;
  • გრაფიკულ დიზაინერთან ერთად კონტენტისთვის ვიზუალის მომზადება;
  • კომპანიის ვებგვერდის მართვა;
  • ციფრულ არხებში აუდიტორიასთან კომუნიკაცია;
  • ციფრულ არხებში რეკლამის განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Facebook Ads Manager-ის და Google Ads-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება: 800 ლარი ხელზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Marketing Specialist".