მძღოლი

ელთიბი
Driver
Tbilisi
Vacancy
22-03
22-04


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მიწოდება მაღაზიებისთვის თბილისის და საქართველოს მასშტაბით სატვირთო მანქანის საშუალებით;
  • კომპანიის საჭიროებების მიხედვით მძღოლის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B, C კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია D)
  • ავტომტვირთავზე მუშაობის გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი

პიროვნული თვისებები:

  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
  • თავაზიანობა, დელიკატურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე(CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი".

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!