სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

Terrassa group
Call center operator
Tbilisi
Vacancy
24-03
24-04


დეველოპერული კომპანია "ტერასა ჯგუფი" დაარსდა 2017 წელს და ჩვენი პორტფოლიო 14 დასრულებულ და მიმდინარე პროექტს ითვლის.

კომპანია "ტერასა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული სამუშაო დღე (1 საათი შესვენება) 11:30 - 18:30 საათი

"ტერასა ჯგუფში" დასაქმებული სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ფუნქციები იქნება:

  • შემომავალი ზარების მიღება და დაინტერესებული პირებისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება
  • მოთხოვნის შემთხვევაში, შემომავალი ზარის გადამისამართება შესაბამის ადრესატთან
  • დავალების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება და ადრესატებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • შემოსული ზარის ელექტრონული აღრიცხვა
  • ოფისში მოსული კლიენტის მიღება და გადამისამართება შესაბამის პირთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია Microsoft office-ის პროგრამების ცოდნა
  • გამართულად მეტყველების უნარი

თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე info@terrassagroups.com და დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!