ანალიტიკოსი/სტაჟიორი

ორი ნაბიჯი
სპეციალისტი
Tbilisi
Internship
25-03
25-04
400


მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ანალიტიკოსის პოზიციაზე ლოგისტიკის დეპარტამენტში.

"ორი ნანიჯი" 10 წლიანი ისტორიით საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანიაა. ამ ეტაპზე ჩვენ ვფლობთ 250-ზე მეტ მაღაზიას თბილისსა და რეგიონებში, ასევე იგეგმება ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ანაზღაურება: 400 ლარი

ადგილმდებარეობა: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41

ფუნქციები:

  • მარაგების მიმართულებით ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
  • ახალი ტიპის ანგარიშგებების შემუშავების პროცესში ჩართულობა და წარმოება;
  • პროექტების შედეგების ანალიზი და ანგარიშგების წარმოება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მართვის მიმართულებით);
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 აპრილი, 2021 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.