კატეგორიის მენეჯერი

ელთიბი
Manager
Tbilisi
Vacancy
25-03
25-04


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შერჩეული სიახლეების დამუშავება
  • მომგებიანობის, გაყიდვიანობის და მარჟების ანალიზი-რეპორტინგი
  • პროდუქტის დანერგვის ან/და გაყიდვების გაზრდის მიზნით თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზება

განათლება/გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა (B2)
  • სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა.

კომპეტენციები:

  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ინოვაცია

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კატეგორიის მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.