წარმოების სპეციალისტი

MEAMA
სპეციალისტი
Batumi
Vacancy
25-03
25-04


ყავის ქარხანა "მეამა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.

"მეამა" არის ყველაზე მსხვილი კაფსულების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ შევქმენით კაფსულირებული ყავის უნიკალური გემოები, რომლებიც მზადდება უახლესი ევროპული დანადგარების და მეთოდების გამოყენებით პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ დაკომპლექტებული გუნდის ხელმძღვანელობით.

ძირითადი მოვალეობები:

  • "მეამა ქოლექთისთვის" ნედლეულის წინასწარ მომზადება, შესაბამისი რეცეპტით და მომზადების წესების დაცვით
  • ნედლეულის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა და კონტროლი
  • ნედლეულისთვის საჭირო პროდუქტების დეგუსტაცია და შეკვეთა
  • მარაგების და ნაშთების განსაზღვრა და კონტროლი
  • "მეამა ქოლექთში" მომზადებული სასმელების ხარისხის კონტროლი.

მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება HORECA სფეროში
  • ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • მარაგების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "წარმოების სპეციალისტი, ბათუმი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!