ოპერატორი

Inex Group
Sales
Tbilisi
Vacancy
29-03
29-04


საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების , პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული.

საქმიანობის აღწერა:

  • კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
  • ამანათების მიღება-გაცემა; საწყობისა და ქოლ-ცენტრის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება)
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ფულთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • კომუნიკაბელურობა;
  • კოლეგიალურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 30 აპრილამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ოპერატორი".

კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!