მერჩენდაიზერი

ზღაპარი
Merchandising
Tbilisi
Vacancy
29-03
29-04


მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა აქტიური, პოზიტიურად განწყობილი, მეგობრული გუნდით, კარგი სახელფასო პოლიტიკით კონკურენტულ ბაზარზე.

ჩვენი მეგობრული გუნდი გელის შენც, შემოგვიერთდი მერჩენდაიზერის პოზიციაზე!

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიღებული პროდუქციის დროული განთავსება სავაჭრო დარბაზში.
  • შესავსები და თაროზე არსებული პროდუქციის ვადის კონტროლი.
  • სისუფთავის დაცვა სავაჭრო თაროებზე.
  • მომხმარებლისათვის დახმარების გაწევა შესყიდვების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ასაკი: 18-დან 45 წლის ჩათვლით
  • გამოცდილება: არ მოეთხოვება
  • დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი 08:00-16:00 და 16:00-24:00 (ასევე შესაძლოა მოხდეს სამუშაო 8 საათიანი გრაფიკის ინდივიდუალური შეთანხმება ობიექტის მიხედვით)

დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

სამუშაო ადგილი: ერთი მაღაზია (ჩვენს მერჩენდაიზერებს არ მოეთხოვება სხვადასხვა ობიექტებზე სიარული)

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ბმულზე: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 აპრილისა. არ დაგავიწყდეთ: სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!