კონსულტანტი

ზღაპარი
Sales
Tbilisi
Vacancy
29-03
29-04


მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა აქტიური, პოზიტიურად განწყობილი, მეგობრული გუნდით, კარგი სახელფასო პოლიტიკით კონკურენტულ ბაზარზე.

ჩვენი მეგობრული გუნდი გელის შენც, შემოგვიერთდი კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
  • მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში.
  • კუთვნილ სექციაში პროდუქციის მარაგების შევსებაზე ზრუნვა.
  • პროდუქციის გასათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

ჩვენს კონსულტანტებს არ მოეთხოვება:

  • დარბაზში სისუფთავის დაცვა.
  • საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
  • სალარო ოპერაციების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ასაკი: 18-დან 45 წლის ჩათვლით
  • გამოცდილება: არ მოეთხოვება
  • დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი 08:00-16:00 და 16:00-24:00 (ასევე შესაძლოა მოხდეს სამუშაო 8 საათიანი გრაფიკის ინდივიდუალური შეთანხმება ობიექტის მიხედვით)

დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ბმულზე: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 აპრილისა. არ დაგავიწყდეთ: სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!