Web-administrator

Biblusi
Marketing/Advertising/PR
Tbilisi
Vacancy
12-06
30-06


წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

დღეისათვის, "ბიბლუსი" აერთიანებს 63 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

 

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას ვებ-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, ასევე სხვა აუცილებელი კონტენტის შევსება ვებგვერდზე (ფოტოები, ანოტაციები, აღწერილობა);
  • ვებგვერდის ტექნიკურად გამართვა და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება ხელმძღვანელთან ერთად;
  • Online გაყიდვების, ტრანზაქციების, ჩარიცხვების, შეკვეთების მონიტორინგი;
  • Online შეკვეთების ადგილზე მიტანის კონტროლი;
  • ონლაინგაყიდვების მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სხვა დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა და საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა;
  • ონლაინ მარკეტინგის მენეჯერთან ერთად სხვადასხვა სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
  • ონლაინ გაყიდვებში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • სასურველია Photoshop-ის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • კრეატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის 49.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადი ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0x9718005056a2625311eaabcac741b2d2

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით. აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!