უფროსი მზარეული

ნიკორა ტრეიდი
Cook
Tbilisi
Vacancy
31-03
01-05


სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დადგენილი რეცეპტების მიხედვით კერძების მომზადების პროცესის მართვა
  • მენიუს განახლებაში მონაწილეობის მიღება
  • პროდუქციის მარაგის მართვა
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამუშაო ცვლის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებისადმი ყურადღება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი მზარეული".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!