სერვის ადმინისტრატორი

იმედი L
Insurance
Tbilisi
Vacancy
01-04
01-05
500


სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 10:00-14:00.

ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროვაიდერ კლინიკაში მისული დაზღვეული პაციენტების დახვედრა და მათი დროული გადამისამართება შესაბამის პერსონალურ ექიმთან;
  • დაზღვეული პაციენტებისთვის მოთხოვნილი/საჭირო ინფორმაციის მიწოდება და პირველადი კონსულტაციის გაწევა;
  • პაციენტის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის გამოთხოვნა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პოლისი, მიმართვა) და ვალიდურობის შემოწმება;
  • დაზღვეულთა რიგების მართვა და მათი გადანაწილება თავისუფალ პერსონალურ ექიმებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება;

აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.