ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

იმედი L
Information technology
Tbilisi
Vacancy
01-04
01-05


სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N9

სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • კომპანიის საკომუნიკაციო და კომპიუტერული ქსელების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების კომპიუტერული ქსელის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ფიზიკური და ვირტუალური სერვერების მუშაობის მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლისთვის იუზერის დარეგისტრირება და შესაბამისი წვდომების გაწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სერვერული ინფრასტრუქტურის არქიტექტურული ცოდნა;
  • ოპერაციული სისტემებისა და პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
  • პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Active Directory, DHCP, DNS, NLB, Terminal Server, Fileserver - თან
  • მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სამუშაოს ვადის განსაზღვრისა და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.