ცხელი კერძების მზარეულის დამხმარე

კახური ტრადიციული მეღვინეობა
Restaurant/Food
Saguramo
Vacancy
06-04
06-05


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“  აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

მდებარეობა:  საგურამო, რესტორანი „გურამიშვილის მარანი“
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამზარეულოს  ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცხელი კერძების მომზადება;
  • საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის  წესების ცოდნა და დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
  • საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
  • სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 05 მაისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ   (CV) ფოტოსურათით,  ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ცხელი კერძების მზარეულის დამხმარე“, რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!