ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

Sante GMT Product
Human Resources
Tbilisi
Vacancy
07-04
07-05


კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ყოვედღიური საოპერაციო საქმიანობის განხორციელება;
  • საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ახალი წინადადებების ინიცირება/განხორციელება;
  • არსებული საკადრო პროცესებისა და პრაქტიკის გადახედვა/გაუმჯობესება;
  • კანონმდებლობის, პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ელექტრონულ ბაზაში მონაცემების აღრიცხვა და დამუშავება;
  • შერჩევისა და დაქირავების პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • პერსონალის განვითარების გეგმის შემუშავება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მსგავსი მიმართულებით;
  • 1C  პროგრამის ცოდნა;
  • აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების კუთხით (უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს ვისაც სამუშაო გამოცდილება ექნებათ კომპენსაციებისა და ბენეფიტების მიმართულებით)
  • და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2021 წლის 30 აპრილამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  -  „ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!