ადმინისტრატორი

Europroduct
Sales
Tbilisi
Vacancy
20-04
20-05
650-700


„ევროპროდუქტი“ ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 24 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.

 

ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი, მოიპოვოს ერთგული მომხმარებელი და განვითარდეს.

 

„ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

ანაზღაურება: პირველი სამი თვის განმავლობაში 650, სამი თვის შემდგომ 700 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
  • ობიექტზე გეგმიური/არაგეგმიური ინვენტარიზაციის დროს, პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება , მითვლა და სავაჭრო სივრცეში განთავსება;
  • პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის კონტროლი;
  • მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი;
  • სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი

აუცილებელი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კუსრის სტუდენტი;
  •  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  •  სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;

შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

გადმოაგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@europroduct.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "ადმინისტრატორი".

ან დაგვიგკავშირდი ნომერზე: +995 591641357

ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/europroductcareer და შეავსე განაცხადი.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ უფლებამოსილებას: საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!