კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

ციტადელი
Sales
Tbilisi
Vacancy
21-04
21-05


კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმსა და ქუთაისში, კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:

  • წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე სამშენებლო ბაზრის მოკვლევა;
  • კლიენტების საჭიროებებზე მორგებული მოთხოვნის ფორმირება;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზის კონტროლი და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების დაორგანიზება;
  • კორპორატიული კლიენტებისთვის პროდუქციის მიწოდების დაორგანიზება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
  • სასურველია ავტომობილის ყოლა (ცვეთისა და საწვავის ხარჯებს კომპანია აანაზღაურებს).

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: 1. აჭარა, 2. იმერეთი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 08 მაისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რეგიონი აუცილებლად.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!