ექსპერტ-შემფასებელი

ნიკორა ტრეიდი
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
22-04
22-05


სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს  ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის  ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შესაფასებელი უძრავი ქონების იურიდიული მდგომარეობის დადგენა;
  • შეფასების დავალების განსაზღვრა და შესაფასებელ ქონებაზე ინფორმაციის მოკვლევა;
  • შესაფასებელი ქონების ექპერტიზა/ინსპექტირება;
  • შესაფასებელ ქონებაზე ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
  • დამტკიცებული პროექტების შემდგომი განხორციელება შესაბამის სამსახურებთან და ობიექტების მეპატრონეებთან კოორდინირებული მუშაობით/მოლაპარაკებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შემფასებლის სერტიფიკატი (უპირატესობა მიენიჭება);
  • უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების და ფასების ცოდნა;
  • ექსპერტ-შემფასებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უძრავი ქონების სააგენტოში, საფინანსო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში);
  • სამშენებლო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
  • თვითგანვითარების უნარი;
  • საქმიანი პროტოკოლის კარგი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2021 წლის 6 მაისამდე  შემდეგ მისამართზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ექსპერტ-შემფასებელი“.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის  ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!