დებიტორებთან ურთიერთობის ოფიცერი

იმედი L
Insurance
Tbilisi
Vacancy
23-04
23-05


სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ახალი კლიენტის შემოწმება დებიტორული დავალიანების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • დავალიანების მქონე კლიენტების სიის გენერირება და მათთან თანხების ჩარიცხვის შესახებ კომუნიკაცია;
  • კომპანიის კლიენტებთან დავალიანების გადახდის გრაფიკის შეთანხმება/შეცვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • დავალიანების მქონე კლიენტებისაგან გადახდილი სადაზღვევო პრემიის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვა;
  • დამუშავებული ინფორმაციის სრული პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსური მიმართულებით;
  • ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2021 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.