გაყიდვების კონსულტანტი

ჯიესენი
Sales
Tbilisi
Vacancy
23-04
23-05


"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი - GSN" 2011 წლიდან წარმატებით მუშაობს ქართულ ბაზარზე. კომპანია არის POS აღჭურვილობისა და POS პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი საქართველოში. GSN- ის მთავარი პროდუქტებია: POS სისტემები, POS პროგრამული უზრუნველყოფა, სალარო აპარატები, ფისკალური პრინტერები, შტრიხკოდების სკანერები, ელექტრონული სასწორები და ა.შ. ორგანიზაცია წარმოდგენილია 15 ფილიალით მთელ საქართველოში, სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში.

GSN-ის მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი - GSN" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე (4 ვაკანსია თბილისის ფილიალებში: ისანი, წერეთელი, დელისი).

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • არ ვითხოვთ 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას
  • ჩვენ გვჭირდება, გაყიდვების პროცესების მიმართ სწორი დამოკიდებულების მქონე და მომხმარებელთან ურთიერთობით დაინტერესებული ტალანტები.
  • სავალდებულოა სასაუბრო ინგლისურის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე); დამატებით რუსული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა. კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail).

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას, პლუს გაყიდვებიდან ბონუსი.
  • დაწინაურების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
  • მეგობრულ გუნდს და გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი"-ს ოფისში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა;
  • პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
  • გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება, რაც შეიძლება უშუალოდ არ იყოს წინამდებარე აღწერაში მითითებული, მაგრამ გამომდინარეობდეს პოზიციის მიზნებიდან.

უნარები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
  • პრეზენტაციის უნარი
  • კონფლიქტების მართვის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy_delisi@gsn.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სახელწოდება - "გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი".