ფილიალის წარმოების ოპერატორი

მადარტი
Production
Tbilisi
Vacancy
26-04
26-05


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ფილიალის წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული 08:00-19:00; კვირაში 5 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწარმოო პროცესების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში და პირველადი დოკუმენტების წარმოება.
  • წარმოების დაგეგმილი და ფაქტიური რაოდენობების აღრიცხვა და კონტროლი.
  • ფილიალში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია;
  • ინვენტარიზაციის შემდგომ დოკუმენტაციის წარმოება;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა;
  • შეთანხმებული პერიოდის ფარგლებში შესაბამისი რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაგზავნა;
  • სამეურნეო მასალების ხარჯვების აღრიცხვის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • MS Office ცოდნა სამუშაო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!