უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომელი
Security
Tbilisi
Vacancy
15-07
15-09
500
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
- ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დაცვის სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
- ხელფასი: 500 ლარი;
- გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა; 09:00-22:00
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს !